სასამართლომ პატრულის ეკიპაჟსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე 1 პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.
ცნობილია, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება.
შემთხვევა 19 ივლისს, გამთენიისას მოხდა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.