
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანი ბავშვის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" წინააღმდეგ. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.
PHR-ის ცნობით, საქმე ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს. ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით. საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, თამარ გაბოძე. მოსამართლე: ლიანა კაჟაშვილი"- ნათქვამია განცხადებაში.