ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში ქალ დეპუტატებზე მორიგ თავდასხმას ეხმაურება. ის მომხდარს „პროვოკაციას“ უწოდებს.
"პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ, არავითარი მიზეზი ასეთი პროვოკაციებისა და ყალბი აჟიოტაჟების მოწყობისთვის უბრალოდ, ობიექტურად არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთი ფორმით კომუნიკაცია არ არის კარგი. არასწორად არავინ მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას.
ინფორმაცია მიაწოდეთ სწორად - რა მოხდა, როგორ მოხდა ყველაფერი და საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნები. არ არის აუცილებელი თქვენი წინასწარ გამზადებული დასკვნები და მერე იმაზე კომენტარების კეთება", - ამბობს სარჯველაძე.
დღეს მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.