საფრანგეთში ხანძარის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში ხანძარის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ მარსელის გარეუბანში სწრაფად გავრცელებული ხანძარის შედეგა 110 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის არიან მეხანძრეები და სამართალდამცველები.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 800 მეხანძრე არის ჩართული და მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული.

ფრანგული მედიის ცნობით, 400-ზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს დარჩნენ სახლებში და არ დატოვონ ტერიტორია, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რათა საგანგებო სამსახურებისთვის გზები თავისუფალი დარჩეს.

მარსელის მერის თქმით, ხანძარი ერთ ეტაპზე ისეთი სისწრაფით ვრცელდებოდა, რომ წუთში 1.2 კილომეტრს ფარავდა. ამის მიზეზად მერმა ძლიერი ქარები, მკვრივი ბუჩქნარი და დაქანებული რელიეფი დაასახელა.