დღეს, გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას.
განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.