საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი: OSCE-ს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას

ფუნდამენტურ თავისუფლებას და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა სცენ, რათა საქართველომ ევროკავშირში დაბრუნება შეძლოს. ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც სულ ახლახანს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების შესახებ ბრალდებებს გამოიძიებს.

წერს საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო X-ზე.