საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია ასობით ჯავშანტექნიკასა და ასტერის რაკეტებზე. ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯავშანტექნიკას საკვანძო მნიშვნელობა აქვს უკრაინის ჯარების მობილურობისთვის.
"ფრონტზე ჯავშანტექნიკას საკვანძო მნიშვნელობა აქვს უკრაინის ჯარების მობილურობისთვის. მას უკრაინისთვის პირდაპირი სარგებლის მოტანა შეუძლია", - აღნიშნა მან.
მანამდე, ლეკორნუმ თქვა, რომ საფრანგეთი გეგმავს, იარაღის რამდენიმე მწარმოებელმა სამხედრო აღჭურვილობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოოს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამის მიზანი რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებაა.