საფრანგეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ამ დღეს ულოცავს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროკვშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერია განცხადებაში.