საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

არაღიარებული პარლამენტი სულ მალე ე.წ. პრეზიდენტს აირჩევს. კენჭისყრა ოლიგარქის გუნდმა 14 დეკემბერს დანიშნა. პროტესტს სრულიად ემიჯნება ოპოზიცია. სალომე ზურაბიშვილის შემცვლელი ერთპარტიული ნდობის იქნება. თავად ბიძინა ივანიშვილი, ეკა ხვედელიძე, კოკო გამსახურდია, ირაკლი ღარიბაშვილი - გავრცელებული ეს ვერსიები დღეს მამუკა მდინარაძემ გამორიცხა. კანდიდატი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მისი ვინაობა არც იმ ერთადერთი პარტიის წევრებთან ჩანს შეთანხმებული, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.