გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ფიზიკურად 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ისინი არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, დევნიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის დაშლისას სასტიკი მეთოდების გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინიმუმ 22 ჟურნალისტი და ოპერატორია დაშავებული. სია, შესაძლოა, განახლდეს.
1. გურამ როგავა, ტელეკომპანია ფორმულა - ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა გურამ როგავას, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა, თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო.
2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა პუბლიკა - ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. მიყენებული დაზიანების გამო გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა რადიო თავისუფლება - დავით ცაგარელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტს მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო.
4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა OC Media - მარიამ ნიკურაძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას რა დროსაც მის მიმართ მიზანმიმართულად გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. დაუზიანდა კამერა.
5. ნანუკა ქაჯაია, ტელეკომპანია პირველი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს.
6. დავით ბიჭიკაშვილი, ტელეკომპანია პირველი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს.
7. გიორგი შეწირული, ტელეკომპანია პირველი - გიორგი შეწირული რამდენიმე სპეცრაზმელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდენენ.
8. ანა მდივანი, ტელეკომპანია პირველი - ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო დახმარება.
9. ნიკო კოკაია, ტელეკომპანია პირველი ნიკო კოკაია სპეცრაზმელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა, მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა. ოპერატორს დასჭირდა სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება, რადგან ვერ გადაადგილდებოდა.
10. გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა ნეტგაზეთი ბათუმელები - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი
11. ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა პუბლიკა - ნათია ამირანაშვილს სპეცრაზმის წარმომადგენელმა არ მისცა გადაღების საშუალება, ცდილობდა ფეხის დარტყმით დაემტვრია ძირს დავარდნილი მობილური ტელეფონი.
12. გიორგი გოგუა, პროექტი 64 - პოლიციამ პროექტ 64-ის რედაქტორს, გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა, პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა ექსპრესნიუსი - ჟურნალისტს სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა.
14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება.
15. დეა მამისეიშვილი, მთავარი არხი - დაშავდა აქციის გაშუქებისას.
16. გიორგი გოგინაშვილი, მთავარი არხი - დაშავდა აქციის გაშუქებისას.
17. იულია კალაბანო, JAMnews-ის ფოტორეპორტიორი - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარტყეს წიხლი.
18. მინდია გაბაძე, ონლაინგამოცემა პუბლიკა - ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს.
19. ნინო წვერავა, სტუდია მონიტორი - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს.
This is me and my colleagues. We were working like this. The police were extremely rude, particularly to reporters and cameramen. A lot of them were beaten. pic.twitter.com/4CQBRDGjks
20. ნინო შუბითიძე, სტუდია მონიტორი - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმელების გადაღების დროს.
This is me and my colleagues. We were working like this. The police were extremely rude, particularly to reporters and cameramen. A lot of them were beaten. pic.twitter.com/4CQBRDGjks
21. გიორგი კვიჟინაძე, ტელეკომპანია ფორმულა - შეასხეს წიწაკის სპრეი.
22. ხატია სამხარაძე, ტელეკომპანია ფორმულა - შეასხეს წიწაკის სპრეი.
მედიაომბუდსმენი წერს, რომ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, რომელსაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ: