საპატრიარქოს უარი ივანიშვილის საარჩევნო შეთავაზებაზე

საპატრიარქოს უარი ივანიშვილის საარჩევნო შეთავაზებაზე

ქართული ოცნების დაპირებების მეოთხე პუნქტის შინაარსს საპატრიარქო კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა, სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, - პუნქტის თემატიკა შენარჩუნდეს და ფორმულირება შეიცვალოს. დღეს მაღალმა იერარქიამ მედიასთან ღიად და დაუფარავად თქვა, რომ ოლიგარქის მცდელობა იყო წინასაარჩევნო შეთავაზება - ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით შეეფუთა, ამით კი ამომრჩევლების გული მოეგო. საინტერესოა, საპატრიარქოს მიერ უარყოფილი მეოთხე პუნქტის შემდეგ, რას ეტყვის საკუთარ ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარ ბარიერში გამომწყვდეული ქართული ოცნების დამფუძნებელი, რომელსაც შაბათს ოზურგეთში ჩაიყვანენ.