სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიგი უგულავას 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

შსს გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

გიგი უგულავას ედავებოდნენ თბილისი მოლთან გზის გადაკეტვასაც - ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

5 თებერვალს სასამართლომ გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.