სანქტ-პეტერბურგში, ნოვგოროდისა და ფსკოვის ოლქებში ღამით 4G ინტერნეტს თიშავენ

სანქტ-პეტერბურგში, ნოვგოროდისა და ფსკოვის ოლქებში ღამით 4G ინტერნეტს თიშავენ

სანქტ-პეტერბურგში, ნოვგოროდისა და ფსკოვის ოლქებში ღამით 4G ინტერნეტს თიშავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ.

ოფიციალური ცნობით, მობილური ინტერნეტის დროებითი გამორთვა ძალოვანი უწყებების დრონების საწინააღმდეგო აღჭურვითაა გამოწვეული.

თუმცა სააგენტოები წერენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შიშების გამო მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინულ დრონებს თავისუფლად შეუძლიათ ლენინგრადის ოლქამდე მიღწევა, სადაც დღეს ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართება.

ამასთან, სანქტ-პეტერბურგში, საკავშირო რესპუბლიკის სახელმწიფო სხდომა უნდა ჩატარდეს. რუსული სააგენტოები კი არ გამორიცხავენ, რომ ქალაქში ინტერნეტ კავშირს დღის განმავლობაშიც ჩაახშობენ.