სანქტ-პეტერბურგში ქარიშხალს 3 ადამიანი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში ქარიშხალს 3 ადამიანი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედიის ცნობით, 11 წლის ბავშვს ხე დაეცა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე, დაიღუპა 36 წლის ქალი და 26 წლის კაცი. ის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდა.

პეტერბურგში ამინდი პირველ ივლისს გაუარესდა.