სანდუ: მოლდოვა გმობს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, სოლიდარობა ზურაბიშვილს და ხალხს

ქართველები ევროპელები არიან. საქართველოს მომავალი ევროპაშია და მას ამას ვერავინ წაართმევს. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე.