სანდრო ცნობილაძე: ჩხრეკას ჩემს აქციებზე დგომას ვუკავშირებ

სანდრო ცნობილაძე: ჩხრეკას ჩემს აქციებზე დგომას ვუკავშირებ

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წამომადგენლები არიან შესულები.

ცნობილაძის თქმით, სახლიდან ამოღებულია ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.

კომენტატორმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის ამ ფაქტს მის აქციებზე დგომას უკავშირებს.

" არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი, მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ",- ამბობს სანდრო ცნობილაძე ჟურნალისტებთან.

ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას.