სამხრეთის ოპერატიული სარდლობა უარყოფს შოიგუს განცხადებას კრინკის "გასუფთავების" შესახებ

სამხრეთის ოპერატიული სარდლობა უარყოფს შოიგუს განცხადებას კრინკის "გასუფთავების" შესახებ

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული და სტრატეგიული სამხედრო სარდლობა უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელი კრინკი "გაასუფთავეს".

"რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთი თავდასხმითი ოპერაციების წარმატებით ჩატარება ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, მიმართეს მანიპულირებას და ფაქტების გაყალბებას. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მეტოქეს.

20 თებერვალს შოიგუ, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისადმი მიძღვნილ მოხსენებაში ამტკიცებდა, რომ სოფელი კრინკი უკვე "გასუფთავებული" იყო. მოგვიანებით, კრემლის პროპაგანდისტულ გამოცემა TASS-თან საუბრისას თქვა, რომ რუსული ჯარები უკვე მდინარის მარცხენა ნაპირზე იყვნენ გადასულები.