სამხრეთ კორეის ლიდერი იუნ სოკ იოლი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა გაზრდის უკრაინისადმი ჰუმანიტარულ დახმარებას და ჯამში 2023 წელს 150 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემს.
2022 წელს სამხრეთ კორეამ უკრაინის დასახმარებლად 100 მილიონი დოლარი გამოყო.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ეს სამხრეთ კორეისა და უკრაინის ურთიერთობათა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.
"ჩვენ განვიხილეთ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ხალხის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, კანონებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე“ - ტვიტერზე დაწერა ზელენსკიმ.