სამი კოალიციის საარჩევნო სიები ჩახსნილი

სამი კოალიციის საარჩევნო სიები ჩახსნილი

სიები ჩახსნილია, გიორგი კალანდარიშვილმა 3 პროდასავლურ გაერთიანებას მოთხოვნა მალევე დაუკმაყოფილა. საჯარო განცხადებების მიხედვით, ამის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს წევრები პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებაც მიმართავენ. განსხვავებულია მეოთხე ბარიერგადალახული პარტიის პოზიცია - გიორგი გახარია პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ამასთან, ფორმალურ პროცედურებს არ ჩქარობს.