სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა და კიდევ ერთი კაცი დააკავეს

სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა და კიდევ ერთი კაცი დააკავეს

სამეგრელოში შვილზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს. ამასთან, დაკავებულია მეზობელი, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მე-8 კლასელი გოგოა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მოზარდს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფორმულას ინფორმაციით, შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანის დედამ მიმართა.