ხულოში სამშობიარო განყოფილების გახსნას მოითხოვენ. მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის პროტესტს იზიარებს ექიმების ნაწილიც. სამშობიარო განყოფილების დახურვის შემდეგ სამ მუნიციპალიტეტში ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, მშობიარობისთვის ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ. ჰყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში, დროულად ვერ ხერხდება რეანიმობილის მობილიზება.