ფორმულამ დღეს შოვის საკურორტო ზონა შემოიარა. ტერიტორია ახლა პირობითად ორ ნაწილად იყოფა - ადგილები, რომლებიც ღვარცოფმა დაფარა, სადაც ახლა სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს და სივრცე, რომელიც სტიქიას იმიტომ გადაურჩა, რომ გამანადგურებელმა მასამ იქამდე ვერ მიაღწია. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 21 ცხედარია ნაპოვნი. დღეს დანგრეული კოტეჯების ტერიტორიაზე მიაკვლიეს ბავშვისა და ქალის ცხედარს.