სამადაშვილი: ზურაბიშვილმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში მმართველობის სისტემა არის გაუგებარი

მე ვფიქრობ, ზურაბიშვილმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში მმართველობის სისტემა არის გაუგებარი, ანუ კონსტიტუციური მოდელი მმართველობის რა არის, გაუგებარია და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამქრალია, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მან უნდა გასცეს მას კითხვაზე პასუხი, საითკენ მიდის ეს ქვეყანა და რა არის დღევანდელი ხელისუფლების რეალური კურსი [...] ეს ხელისუფლება დღეს არის მთავარი დაბრკოლება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და შესაბამისად, ტყუილია ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, რომ თითქოს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღონ. ეს არის ტყუილი და ამ ტყუილში, ვფიქრობ, რომ გუშინ ისინი პრეზიდენტმაც ამხილა.

აცხადებს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV პირველთან ინტერვიუში ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი "აზრზე უნდა მოვიდნენ". მანვე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაციის სურვილი აქვს. მისი თქმით, ივანიშვილს ეტყოდა, რომ საჭიროა მეტი სიცხადე, სად და რა ფორმით მიიღება გადაწყვეტილებები.