სამადაშვილი: ოცნება ცდილობს, რომ ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას

სამადაშვილი: ოცნება ცდილობს, რომ ისრაელში 2 000-ზე მეტ ამომრჩეველს ხმის უფლება წაართვას

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიიღეს ინფორმაცია, რომ ისრაელში გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე ოცნების წარმომადგენლები კომისიაში გამოცხადებას არ აპირებენ, რითაც 2 000-ზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის უფლების წარმთმევა სურთ.

სამადაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის ჩაშლას ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისრაელში, რამათ-განში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დააკავშირებით. კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ გამოცხადდნენ ხვალ არჩევნების ჩასატარებლად. საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს, რომ კომისია შეუდგეს საქმიანობას.

ოცნება ცდილობს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას, რომელიც არის დარეგისტრირებული ამ უბანზე. ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ წარმოებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.

ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა და საბოტაჟი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ დააბრუნებს ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დაამყარებს კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას - გააკეთოს არჩევანი", - თქვა სამადაშვილმა პრესკონფერენციაზე.