სამადაშვილი: მოძალადე ამ ქვეყანაში არის ერთადერთი, მას ჰქვია ქართული ოცნება

სიმართლე არის ის, რაც გითხრათ თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა აქ, ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ: თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე ხელით მიიღო აქ, ამ დარბაზში რუსული კანონი, რომ ჩაეშალა ჩვენი ევროპული პერსპექტივა და არ გაგივიდათ.

არ გაგივიდათ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იბრძოლეს ამ მომავლისთვის და შეგახსენებთ, რომ თქვენ თვალი ამოთხარეთ ადამიანს, ზაზა ბირიაშვილს, თვალი ამოთხარეთ იმისთვის, რომ ის იცავდა ამ ქვეყნის მომავალს.

მოძალადე ამ ქვეყანაში არის ერთადერთი, მას ჰქვია ქართული ოცნება იმიტომ, რომ ძალადობა არის, როდესაც ცდილობ, შენს ხალხს წაართვა კონსტიტუციური უფლება, იცხოვროს ევროპულ მომავალში.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.