სამადაშვილი: ევროპამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი რუსეთს დაუთმოს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება. როგორც ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ისევე უკრაინელი, მოლდოველი ხალხის და ევროპის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს ჩვენი მომავალი რუსეთს დაუთმოს. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვება ექნება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

განაცხადა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.