სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა

სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა.

ეს განცხადება პრეზიდენტმა ოპოზიციასთან ერთად ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე, იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით, ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, რომ მსოფლიოს გამოვუცხადოთ ეს.", - თქვა პრეზიდენტმა.