სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული მოქალაქე შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11-დან 10 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.