სალომე ზურაბიშვილი: შევუერთდები პრემიერის მიერ დაანონსებულ სახალხო ზეიმს

სალომე ზურაბიშვილი: შევუერთდები პრემიერის მიერ დაანონსებულ სახალხო ზეიმს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი გეგმავს, შეუერთდეს პრემიერის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ზეიმს საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა შუერთდეს, რადგან "ამით იწყება საქართველოს მომავალი."

"პრემიერმა გამოაცხადა, რომ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს და თქვენც, ყველანი უნდა შემოუერთდეთ მას - ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ, ხომ კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე - ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული, ევროპული მომავალი და ამას ყველას გილოცავთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

*

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებას არ დაეწრო ოპოზიციის ნაწილი და მმართველი გუნდი. ქართული ოცნების ლიდერები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ იღებდნენ პრეზიდენტის მოწვევას და ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ.

"ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.