საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.
"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
Congratulations to
on taking over the EU Council presidency! Wishing you success in this important role. From Georgia, we look forward to your continued support for the Georgian people and our shared commitment to European values and growth. pic.twitter.com/sH2GlkZ1Wb
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პირველ იანვარს გახდა. ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს უხელმძღვანელებს.
პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.