სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მივიდა, სადაც აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა დაკავებულებს "გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის" და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, "ჩვენზე უფრო თავისუფლები არიან".

ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას, ზურაბიშვილმა განაცხადა: "ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს".

მისივე თქმით, აღდგომის ღამე თავისუფალი ადამიანების ზეიმია და სწორედ თავისუფლებაა მთავარი ღირებულება, რასაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ასწავლის.