სახელმწიფომ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ის დაფინანსებაზე წელსაც უარი თქვა. ამის მიუხედავად ფესტივალი მაინც ჩატარდება.
წელს მესამე წელია, რაც სახელმწიფო ფესტივალის დაფინანსებაზე უარს ამბობს.
BIAFF-ის დაფინანსებაზე უარი ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ პირველად 2022 წელს თქვეს.
მანამდე სახელმწიფო სტრუქტურები კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ.
საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ კინოფესტივალი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომლებიც ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს აქვთ.
"როდესაც არ ხვდება გამარჯვებულ ფესტივალს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფესტივალი გასაგებია, რომ დავუშვათ არაკომპეტენტურად აფასებს ჟიური, რომელსაც ვერ განსაზღვრავ სწორად რა და როგორ უნდა შეირჩეს, ან მაშინ გამოდის, რომ წინასწარაა გადაწყვეტილი რა და როგორ უნდა დაფინანსდეს, სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს ამას"- ამბობს ელიზიანი.