
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება.
ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.