სახალხო დამცველი - შსს-მ "არგუმენტებით გააქარწყლა" გოგა რაზმაძის მონათხრობი

სახალხო დამცველი - შსს-მ "არგუმენტებით გააქარწყლა" გოგა რაზმაძის მონათხრობი

ომბუდსმენის დასკვნა მიკერძოებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ - არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, გოგა რაზმაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისმა შეწყვიტა. მტკიცებულებები 300-ზე მეტ გვერდს შეიცავს, მაგრამ იოსელიანმა დისკრიმინაცია ვერ დაადგინა, თანაც ისე, რომ მოწმეები არ გამოუკითხავს. საქმე იოსელიანმა გომელაურის მოადგილესთან საჯარო შეხვედრიდან 3 დღეში შეწყვიტა. სწორედ დარახველიძეა ერთ-ერთი, რომელიც რეპრესიულ პოლიტიკაშია დადანაშაულებული.