აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინცირებას ეხმაურება. სახ.დეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ამ კანონის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
მისი თქმით, საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული შესაძლებლობა აქვს და აშშ მზადაა, ამ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს.
"ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა", - განაცხადა მილერმა.
***
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.