სახ.დეპი: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა კრიტიკოსთა დასადუმებლად

სახ.დეპი: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა კრიტიკოსთა დასადუმებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გამოცემა აქცენტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების "სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ".

"მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი, უკანონოდ დაკავებულები კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის - კანონის სათანადოდ გამოყენებასა და სამართლიან პროცესს ყველა დაკავებულის მიმართ", - ნათქვამია აქცენტის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ კომენტარში.