საქართველოში დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა

საქართველოში დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა

საქართველოში დღეს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩამოვა. თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

19 მარტს, NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.