2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანია British Airways შემოდის.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე ba.com უკვე შესაძლებელია.
"American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.