დაახლოებით ერთ საათში საქართველოს თემაზე ევროპარლამენტში დებატები უნდა დაიწყოს. საკითხი დღის წესრიგში დღეს საგანგებოდ დაამატეს. მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება - დემოკრატიის უკუსვლა, ამ საკითხებზე რეზოლუციის მიღება მოითხოვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რასაც ევროპარლამენტი დათანხმდა.
რეზოლუციას კენჭს 25-28 ნოემბრის სესიაზე მიიღებენ. ერთ-ერთი ცენტრალური ხაზია, რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ცნობისთვის ლუაზო 26 ოქტომბრის არჩევნებს ადგილზე დააკვირდა და ფრანგულ მედიასთან თქვა, რომ პროცესი გაყალბების ფესტივალი იყო. ლუკა ხაჩიძე დეტალებით.