საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო 7 თებერვალს რამდენიმე რეისი უქმდება.
მათი ცნობით, გაუქმდება მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
ბათუმი-თბილისი №801
ზუგდიდი-თბილისი № 869
თბილისი-ბათუმი № 804
თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
ზესტაფონი-ხაშური №6446
ხაშური-ზესტაფონი №6418
და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
მათი ინფორმაციით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.