საქართველოს რკინიგზა: სამგზავრო მიმოსვლა ხვალიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზა: სამგზავრო მიმოსვლა ხვალიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სამგზავრო მიმოსვლა ხვალ, 8 თებერვლიდან აღდგება.

"ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა", - წერს რკინიგზა.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე მატარებელმა მოძრაობა ვეღარ გააგრძელა. გარდა ამისა, გაუქმდა დღევანდელი რეისებიც.