მიყენებული დაზიანებების შედეგად ნიუ-იორკში, კლინიკაში 43 წლის კაცი გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ცივი იარაღით 15-მდე ჭრილობა მეზობელმა, ასევე ქართველმა მიაყენა.
კაცი დაკავებულია. შემთხვევა ორი კვირის წინ, ბრუკლინის რაიონის ბრაიტონ ბიჩზე მოხდა.
თვითმხილველები მედიას უყვებიან, რომ კაცები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცივი იარაღით მძიმე ჭრილობების მიყენების შემდეგ კი ბრალდებული ადგილიდან გაიქცა.