საქართველოს გულშემატკივრებისთვის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება

საქართველოს გულშემატკივრებისთვის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება

ეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

ჯგუფიდან გასვლის შემდეგ საქართველო მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება. მატჩი კიოლნში ჩატარდება.