სიდუხჭირე და უპერსპექტივობა - ძირითადი მიზეზია, რის გამოც ქვეყანას მოქალაქეები ტოვებენ. ბოლო რვა წლის ემიგრაციის მაჩვენებელი საგანგაშოა. სტატისტიკა ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ გამოაქვეყნა. მაძიებელთა რიცხვი 2015 წლიდან შარშანდლამდე, მაგალითად გერმანიის მიმართულებით გასამმაგდა. ემიგრანტები წასვლის მიზეზებზე თავად ლაპარაკობენ. მათ დიდ ნაწილს ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობის და არჩევნებში ჩართვის უფლება როგორც ჩანს, არ მიეცემა. მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელს ოცნება არ აღიარებს და ამბობს, რომ ქვეყანაში გაცილებით ბევრი მოქალაქე დაბრუნდა, ვიდრე წავიდა