საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში გრიგორიადისის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.