საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ "ძლიერი საქართველოსა" და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ "ძლიერი საქართველოსა" და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე.

სარჩელი შეეხება ცესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.

ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:

  • ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გადაღება ან დამუშავება;
  • ვერფიკაციის აპარატზე ასახული მონაცემების დაფიქსირება;
  • აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის გადაღება;
  • ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება, ვიდეოფიქსაცია ან სხვა ფორმით დამუშავება.

სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული დადგენილება ზღუდავს არჩევნების გამჭვირვალობასა და დამკვირვებლების შესაძლებლობებს, რის გამოც მისი კანონიერების საკითხი სასამართლოს წარუდგინეს.