საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.