დიქტატურის კანონები - რეჟიმი რეპრესიულ ზომებს ამკაცრებს. ე.წ. ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებაზე ოფიციალურად აწესებს ცენზურას, იმას კი, ვინც ქართული ოცნების წესებს არ დაემორჩილება, პატიმრობით ემუქრება. რეჟიმი ადმინისტრაციული პატიმრობის დღეებს უფრო მეტად ზრდის, ვიდრე ეს რუსეთსა და ბელარუსშია. ამასთან, ოლიგარქის პარტია სისხლის სამართლის მუხლებს ამკაცრებს და მოწინააღმდეგეებს პატიმრობას უწესებს გამოხატვის ისეთ ფორმებზე, რომლებმაც 2-თვიანი უწყვეტი აქციების დროს დისკომფორტი შეუქმნა.