
საჯარო რეესტრმა პარტია ფედერალისტები დაარეგისტრირა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
"ფედერალისტები ოფიციალურად დავფუძნდით! მადლობა თითოეულ დელეგატს, მხარდამჭერს და შემომწირველს", - წერია განცხადებაში.
ფედერალისტებმა 9 თებერვალს სადამფუძნებლო ყრილობა გამართეს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება, ხოლო თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.