ფარცხალაძის სკანდალის ჩაცხრობას ქართული ოცნება მომავალ კვირას იმპიჩმენტის ხარჯზეც ეცდება. საკონსტიტუციო სასამართლო 3 და 4 ოქტომბერს დიდი სანახაობის ადგილი გახდება. უპრეცედენტო დავის განხილვაზე დაბარებულია პრეზიდენტიც და ოცნებას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს, ოღონდ ის "საქართველოს არ წარმოადგენს". ოპოზიცია ეჭვობს, რომ იმპიჩმენტის მიზანი არა უფლებამოსილებების გამიჯვნა, არამედ ევროინტეგრაციის საბოტაჟი და შოუს მოწყობა იყო.